Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
კახა კალაძე: გამგეობის უმრავლესობამ 3 თვის მონაცემებით ბიუჯეტის შესრულება 91%-დან 98% -მდე აჩვენა
კახა კალაძე: გამგეობის უმრავლესობამ 3 თვის მონაცემებით ბიუჯეტის შესრულება 91%-დან 98% -მდე აჩვენა

კახა კალაძე: გამგეობის უმრავლესობამ 3 თვის მონაცემებით ბიუჯეტის შესრულება 91%-დან 98% -მდე აჩვენა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე  გამგეობების 2018 წლის 3 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

მისი თქმით, გამგეობის უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა.

"ამისთვის მინდა მადლობა, გადავუხადო გამგებლებს და გამგეობის თანამშრომლებს“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, მხოლოდ ერთ, სამგორის რაიონის გამგეობას ჰქონდა ჩამორჩენა, რის გამოც გამგებელმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. 

„არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც პატარა ჩამორჩენა აქვს 75-78%-იანი შესრულება. მინდა გთხოვოთ რომ გავაუმჯობესოთ.

მხოლოდ ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს ჰქონდა ჩამორჩენა, 58%-იანი შესრულება, მგონია რომ ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა გამგებელმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა, რაც ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი, პირადად ჩემი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად. 

ახლა კი მინდა, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი გაგაცნოთ:
როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე; მოეწყო და რეაბილიტირდა 25 სკვერი; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის. 

რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგა ძალიან დიდია მოლოდინი იმისა რომ მნიშვნელოვნდა შეივსება არსებული სიტუაცია. 

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც მთავარია მოსახლეობის მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ პრობლემებს მოგვარებას რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

9 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085