Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
კალაძე: სამგორის რაიონს 58%-იანი ჩამორჩენა ჰქონდა, რისთვისაც გამგებელმა თანამდებობა დატოვა
კალაძე: სამგორის რაიონს 58%-იანი ჩამორჩენა ჰქონდა, რისთვისაც გამგებელმა თანამდებობა დატოვა

კალაძე: სამგორის რაიონს 58%-იანი ჩამორჩენა ჰქონდა, რისთვისაც გამგებელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა 2018 წლის 3-თვიანი მუშაობის შედეგების შეჯამებით დაიწყო.

მისი თქმით, ერთადერთი რაიონი, რომელსაც ჩამორჩენა ჰქონდა, სამგორის რაიონის გამგეობაა, რისთვისაც გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა.

“დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. გაგეობის უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გამგებლებს და გამგეობის თანამშრომლებს.

არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც პატარა ჩამორჩენა აქვს 75-78%-იანი შესრულება. მინდა გთხოვოთ რომ გავაუმჯობესოთ, მხოლოდ ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს ჰქონდა ჩამორჩენა, 58%-იანი შესრულება, მგონია რომ ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა გამგებელმაემ პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა, რაც ნამდვილად დასაფასებელია რადგან ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი, პირადად ჩემი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად. 

ახლა კი მინდა, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი გაგაცნოთ:
როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე; მოეწყო და რეაბილიტირდა 25 სკვერი; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე;  სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის. 

რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგა ძალიან დიდია მოლოდინი იმისა რომ მნიშვნელოვნდა შეივსება არსებული სიტუაცია. 

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც მთავარია მოსახლეობის მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ პრობლემებს მოგვარებას რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

13 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085