ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს წარმატებული ნაბიჯების შესახებ

ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს წარმატებული ნაბიჯების შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნატოს დღეების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატოს დღეების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. მინისტრის განცხადებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნა ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ქვეყნის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, ხოლო ქვეყნის გარეთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებთან.

„ჩვენი მოქალაქეები ნატო-საქართველოს აქტიური და დინამიური ურთიერთობების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში. გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს. თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნატოს წლევანდელი სამიტის მნიშვნელოვანის და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანას წამოადგენს საქართველო სამიტის ყველა სათანადო ფორმატში შესაბამის დონეზე იქნას წარმოდგენილი და განსაკუთრებულად გაესვას ხაზი საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2018 წელი ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოცხადდა. ნატოს დღეები არის ის შესანიშნავი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვადასხვა უწყებას აქვს დაგეგმილი მრავალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ღონისძიება. გაიმართება ღონისძიებები როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ადგილობრივი თვითმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.“ - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მაგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა.

აღსანიშნავია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

12 საათის წინ

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036