Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
"დიდი შვიდეულის" ლიდერები სირიაში ავიაიერიშების განხორციელებას მხარს უჭერენ
"დიდი შვიდეულის" ლიდერები სირიაში ავიაიერიშების განხორციელებას მხარს უჭერენ

"დიდი შვიდეულის" ლიდერები სირიაში ავიაიერიშების განხორციელებას მხარს უჭერენ

"დიდი შვიდეულის" ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი 14 აპრილს, ღამით ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ, სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელებას მხარს უჭერენ. ერთობლივი განცხადება კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელდა. 

"ჩვენ, G7-ის ლიდერები კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - და ევროკავშირი ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ 7 აპრილს აღმოსავლეთ გუთაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია. სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილებას და მომავალში მის შეჩერებას ",- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქიმიური იარაღის სავარადო გამოყენების საპასუხოდ, ავიაიერიშების განხორციელება თანაზომიერი და აუცილებელი იყო. G7-ის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სირიის საკითხზე ყველა შესაძლო დიპლომატიური ვარიანტი ამოწურულია.

"დიდი შვიდეულის" ლიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება გაერო-ს კონვენციის დარღვევაა, რაც ასევე "საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ".
"წარსულში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა დაადასტურეს",-ნათქვამია განცხადებაში. 

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

9 საათის წინ

"პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა მისი მეჯვარე ყოფილიყო, რასაც ის დათანხმდა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პრინცი უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, მისი მეჯვარე ჰარი იყო. პრინც ჰარისა და მეგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053