Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
კახი კახიშვილი: როცა შეწყალებაზე იღებ გადაწყვეტილებას, კარგად უნდა შეისწავლო ადამიანი
კახი კახიშვილი: როცა შეწყალებაზე იღებ გადაწყვეტილებას, კარგად უნდა  შეისწავლო ადამიანი

კახი კახიშვილი: როცა შეწყალებაზე იღებ გადაწყვეტილებას, კარგად უნდა შეისწავლო ადამიანი

" ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მიჭირს ახლა ამ საკითხზე საუბარი, მეტსაც მოგახსენებთ, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება. გუშინაც და დღესაც ჩვენი სამინისტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა განმარტება. ნამდვილად მიჭირს, როგორც მინისტრს, ვისაუბრო კონკრეტულად პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებზე, ვინაიდან პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ბუნებრივია, ახლა კონფრონტაციის პირობებში არ მინდა გამოვიდეს ეს საკითხი" - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა მაკა ცინცაძის გადაცემაში

კახი კახიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე  განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ისაუბრა, რომელმაც პენიტენციალური სისტემა 2017 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

"თუმცა, ვინაიდან ეს მძიმე თემაა და მთხოვენ პასუხებს, საზოგადობა ითხოვს პასუხს,  მივეცი თავს უფლება და გავაკეთებ მოკლე განცხადებებს. კონკრეტულად რაც შეეხება შეწყალების კომისიას, ჩვენთან  შემოდის ზოგადად ინფორმაცია, რომ შეტანილია განცხადება შეწყალებაზე, იხილავს შეწყალების კომისია ამ განცხადებას და შესაბამისად, გვთხოვენ  ე. წ მასალებს მსჯავრდებულის პირადი საქმიდან. იმას, რასაც ეძახიან მსჯავრდებულის დახასიათებას, ის ვერ იქნება ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი, რადგან არის მოკლე ფაქტებით კონსტანტირებული, ინტერვიუს სახით ჩამორთმეული საკითხები. კონკრეტულად, როდესაც ეკითხებიან, ინანიებ დანაშაულს? თუ გპასუხობს, რომ კი ვინანიებ, ვერ ჩაწერ, რომ არ ინანიებს, რადგან ეს არ არის დასკვნა, ეს არის მისი ინტერვიუ.

რაც შეეხება კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ეს არის უმძიმესი პროცესი, რადგან არ შეიძლება გამორიცხული იყოს თუნდაც ხვალ, ან ზეგ, თუნდაც პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს ადამიანი და ამ ადამიანმა კვლავაც ჩაიდინოს დანაშაული. ამისგან არავინაა დაზღვეული, მეტსაც მოგახსენებთ, თქვენ იცით, რომ ადამიანები საერთოდ არ იხდიან სასჯელს, არ არიან ციხეში ნაყოფები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სხვადასხვა გარემოებების გამო სჩადიან დანაშაულს. ამიტომ ამას ვერ გამორიცხავ.

მაგრამ არის მეორე ფაქტორი, უნდა კარგად შეისწვალო ადამიანი, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას მის გათავისუფლებაზე. ერთია რომ ახდენ კონსტანტირებას, ერთია რომ ადამიანი შეიძლება იქცოდეს დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში კარგად და არ ეწინააღმდეგებოდეს შინაგანაწეს, მაგრამ მეორეა ის, რომ  მხოლოდ ეს არ არის საფუძველი იმისა, მიიღო გადაწყვეტილება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე ან შეწყალებაზე.

შეიძლება ადამიანმა ჩაიდინა განაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვთქვათ მოკლა 5 ადამიანი და ინანიებს, მაგრამ მხოლოდეს ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების საფუძველი. ამიტომ, გათავისუფლების პროცესში შესწავლილი უნდა იყოს ყველა ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმ რისკს, რომ ამ ადამიანმა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ მან ბრალდებულის, მოკლული გოგოს მამინაცლვის სრული გათავისუფლების თაობაზე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა სასჯელი მხოლოდ გაანახევრა. 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085