Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
კახიშვილი:ბაქრაძის ვადამდელზე უარი ვთქვით, რადგან იყო რისკი მისულიყო ოჯახში საქმის გასარჩევად
კახიშვილი:ბაქრაძის ვადამდელზე უარი ვთქვით, რადგან იყო რისკი მისულიყო ოჯახში საქმის გასარჩევად

კახიშვილი:ბაქრაძის ვადამდელზე უარი ვთქვით, რადგან იყო რისკი მისულიყო ოჯახში საქმის გასარჩევად

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა, :პირველი არხის" გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად", განაცხადა. 

"პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში, უნდა იყოს შესწავლილი ყველა ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმ რისკს, რომ ამ ადამიანმა, კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. კონკრეტულად: უნდა იყოს ნანახი განაჩენი, გარემოებები, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი და ა.შ. ზოგადად, როდესაც ვადამდე გათავისუფლების კომისიამ უარი უთხრა რამოდენიმეჯერ ამ სჯავრდებულს, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზეც და ასევე, მსუბუქი სასჯელის შეცვლაზეც, იხელმძღვანელა არა მხოლოდ იგივე ტიპის დოკუმენტით, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებით და ამ გარემოებების გათვალისწინებით, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ეს კვლავ მივიდეს ოჯახში და ადგილი ჰქონდეს საქმის გარჩევებს", - განაცხადა კახიშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეწყდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან 25 წლის გოგოს მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ მან ბრალდებულის, მოკლული გოგოს მამინაცლვის სრული გათავისუფლების თაობაზე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა სასჯელი მხოლოდ გაანახევრა. 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085