Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
მრავალფუნქციური გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის - თბილისში ახალი შეხვედრების სივრცე გაიხსნა
მრავალფუნქციური გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის - თბილისში ახალი შეხვედრების სივრცე გაიხსნა

მრავალფუნქციური გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის - თბილისში ახალი შეხვედრების სივრცე გაიხსნა

თბილისში ახალი შეხვედრების სივრცე გაიხსნა. ადგილი, სადაც ბიზნეს და საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მედიას, კერძო პირებს შესაძლებლობა აქვს მოაწყოს შეხვედრები, დაგეგმოს აქტუალური თემების განხილვა და მათთვის სასურველი ფორმატით ჩაატაროს ღონისძიებები.

გახსნის დღიდან შეხვედრების სივრცემ მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა. სივრცე მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს სთავაზობს, სადაც თითოეული დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე და ტრადიციული დიზაინის კომბინაციის გამო, შეხვედრების სივრცე არაერთი ტელევიზიის სარეკლამო ვიდეო რგოლის, გადაცემისა თუ ტელესერიალის სცენებში გადაიღეს, როგორც თავშეყრისა და შეხვედრების ადგილი.

კომპეტენციის ცენტრის უპრეტენზიო და არაამბიციური განცხადება, განსხვავებულია სუპერპრესტიჟული სასტუმროების შეხვედრების სივრცეებისგან. აქ მსურველებს შეუძლიათ გაერთონ, იხმაურონ, შეიცვალონ გარემო და სამსახურის სივრცის ყოველდღიურობისგან გათავისუფლდნენ, თავისი იდეები ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ყოველგვარი კორპორატიული ფორმალობებისა დაცვის გარეშე, ანუ იყვნენ ისინი, ვინც არიან და გათავისუფლდნენ დამთრგუნველი შებოჭილობისგან.

შეხვედრების სივრცის შექმნის შთაგონება, ბერლინში ჩატარებული საქმიანი შეხვედრა გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბერლინურ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. კომფორტული და ღია გარემო, რომელიც ამასთან ერთად გარე პირებისთვის შეზღუდულია ხელმისაწვდომობისთვის, განსაკუთრებულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის.

აზრების გაცვლის, სადისკუსიო პანელების, ვორქშოფებისა თუ სემინარების ჩატარების ადგილებით, თბილისი არ არის განებივრებული. ხოლო ის, რაც არსებობს მსოფლიოს შეხვედრების სივრცეების რუკაზე სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. გვქონდა სურვილი გავმხდარიყავით პირველები ამ მიმართულებით და კომპეტენციის ცენტრი  საერთაშორისო შეხვედრების სივრცის პლატფორმაზე (spacebase.com) დაგვერეგისტრირებინა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის შეხვედრების სივრცეა განთავსებული.

ამ ინიციატივით გვსურს საქართველოში საფუძველი ჩავუყაროთ კიდევ ერთ ტრენდს, რომელიც კერძო შეხვედრების სივრცეების გახსნასა და ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრების სივრცის დაჯავშნა შესაძლებელია ნომერზე 2470042

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

2 საათის წინ

პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085