Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
სომხეთში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სომხეთში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სომხეთში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ერევანში მასობრივი არეულობების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. 

საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილებით აღიძრა, რაც მასობრივი არეულობების ორგანიზებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 13 აპრილის შემდეგ, ერევნის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
დღესვე აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მანამდე, მომიტინგეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი საპარლამენტო ფრაქცია "ელკ"-ის ოპოზიციონერი დეპუტატი და ლიდერი, ნიკოლ პაშინიანია.
პოლიტიკოსმა მოითხოვა, რომ რადიოში პირდაპირი ეთერი მისცენ.

ასევე, დემონსტრანტებმა ერევნის ცენტრში რამდენიმე ქუჩა და გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცველებმა ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
დემონსტრანტები მეტროსადგურის მუშაობის შეფერხებასაც ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.

სომხეთის პოლიციამ მომიტინგეებს მოუწოდა, საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციის დაშლით იმუქრებიან. 

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

1 საათის წინ

"პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა მისი მეჯვარე ყოფილიყო, რასაც ის დათანხმდა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პრინცი უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, მისი მეჯვარე ჰარი იყო. პრინც ჰარისა და მეგან...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085