Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ზაქარია ქუცნაშვილი: არავის ვძრახავ, შეწყალების დროს შეცდომისგან დაზღვეული არავინაა
ზაქარია ქუცნაშვილი: არავის ვძრახავ, შეწყალების დროს შეცდომისგან დაზღვეული არავინაა

ზაქარია ქუცნაშვილი: არავის ვძრახავ, შეწყალების დროს შეცდომისგან დაზღვეული არავინაა

შეწყალების კომისიას ვურჩევ, გამოიყენონ ფსიქოლოგებთან და სოციოლოგებთან სავალდებულო გასაუბრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა „აიპრესს“ უთხრა, ეს მისი მოკრძალებული მოსაზრებაა და ურჩევს კომისიას ევროპულ მოდელებს დაეტრდნოს და ეს პრაქტიკა გამოიყენონ.

„ეგ არის მთელი საქმე, რომ ვთქვათ, შემსწავლელი ორგანოების წინაშე ეს სირთულეც დგას. გასაუბრება იქნება, დოკუმენტების შესწავლა, თუ დაკვირვების ანალიზი, ამოიცნო პიროვნების ფსიქო პორტრეტი, მიხვდე რატომ უნდა გათავისუფლება. ვიმეორებ, ამ შემთხვევაშიც მაღალია რისკი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზულია და მარტო საბუთებით და მარტო პატიმარზე დაკვირვებით შეწყალების მიღება არ შეიძლება. მე მაგალითად ევროპული მოდელი მომწონს, რომლის მიხედვითაც პერსონალურ გასაუბრებას გადიან შესაწყალებელი პირები ფსიქოლოგებთან, სოციოლოგებთან და ამის შესაბამისად ხდება.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეიწყალებს მას თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო. ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგებთან და სოციოლოგებთან გასაუბრება ხდება განმსაზღვრელი და არა საბუთები და მოხდილი ვადის ხანგრძლივობა. ამ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რატომ უნდა ადამიანს გათავისუფლება. ეს არ არის მარტივი ამოსაცნობი. ადამიანები ნიღბავენ თავიანთ სურვილებს. ადამიანებს შეუძლიათ გარდაისახონ და სხვა სახით წარმოადგინონ თავისი თავი. ამიტომაც არავის არ ვძრახავ და არ მგონია, რომ შეცდომისგან ვინმე დაზღვეული იყოს.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს ამ იდეის გაჟღერებას გუნდში ან ინიციატივის დაყენებას პარლამენტში, რომ ცვლილებები შევიდეს შეწყალების კომისიის მუშაობაში, პასუხობს, რომ ეს მისი მოკრძალებული რჩევაა პრეზიდენტისა და შეწყალების კომისიის მიმართ. ინიცირებას არ აპირებს, რადგან კონსტიტუციით პარლამენტარი ვერ ჩაერევა ამ საკითხის დარეგულირებაში.

„პრეზიდენტის შეწყალების ნაწილში ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. აქ წესებს თავად პრეზიდენტი ადგენს. ამ სფეროში პარლამენტის ინტერვენცია ამ დროს ნებადართული არ არის. აქ მე შეიძლება ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გამოვთქვა და შეწყალების კომისიას ვურჩიო, რომ გამოიყენონ ფსიქოლოგებთან და სოციოლოგებთან სავალდებულო გასაუბრება, რომ დააზღვიონ ჰუმანური გადაწყვეტილება შეცდომისაგან. უდოს კომისიას ის უპირატესობა აქვს, რომ სასჯელაღსრულების კომისია თავად აკვირდება თავისი ექიმებით და ზედამხედველებით და იქ მეტი ინფორმაციაა. მაგრამ შეიძლება იქაც გაიპაროს შეცდომა და ადამიანმა კომისია მოატყუოს. მე კარგად შევისწავლიდი ამ პრაქტიკას, რაც მსოფლიოში არსებობს. იმ სისტემას დავეყრდნობიდი, რომელიც დაგვაზღვევდა ჰუმანურობის გამომჟღავნებისას შეცდომისგან“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „აიპრესთან“.

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

19 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085