ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

 

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

ზურაბ პატარაძე: "ქართული ოცნების" კონფერენციას აჭარაში ღირსეულად ჩავატარებთ

1 საათის წინ

 ყრილობაზე "ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ პოსტზე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის კანდიდატურა განიხილება. "ხვალ როგორც იცით, ბათუმში პარტიული კონფერენცია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036