ქუთაისში კრუკოვსკის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი იხსნება

ქუთაისში კრუკოვსკის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი იხსნება

17 აპრილს, 18:00 საათზე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის გახსნის საფუძველი გახდა 2017 წლის ზაფხულში ვარშავის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რამაც ახალ საფეხურზე აიყვანა არქეოლოგიური კვლევის მიმართულებით პოლონეთის მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობა. პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

4 საათის წინ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით ხანძრის შედეგად 7 ოჯახია დაზარალებული, ყველა მათგანს მერია დროებით საცხოვრებელ ფართში...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068