Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
თორნიკე ჯიქია: წყალტუბო ევროპული დონის კურორტი უნდა გახდეს
თორნიკე ჯიქია: წყალტუბო ევროპული დონის კურორტი უნდა გახდეს

თორნიკე ჯიქია: წყალტუბო ევროპული დონის კურორტი უნდა გახდეს

როგორც ყველა პატარა ქალაქში, წყალტუბოშიც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ყველა ის ცვლილება და სიახლე, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კეთილმოწყობაზე დადებითად აისახება. ბუნებრივია, სწრაფად ვრცელდება კარგი ამბებიც. სასიამოვნოა, როცა ეს ამბები და დადებითი შეფასებები ახალ კადრს, ახალგაზრდა ხელმძღვანელს უკავშირდება, რომელიც მუნიცპალიტეტის კეთილმოწყობაზე ზრუნვას დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და რაც მთავარია, პრიორიტეტების სწორად შერჩევით შეუდგა. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის’’ ხელმძღვანელს თორნიკე ჯიქიას.

-ბატონო თორნიკე, ყველას ძალიან აინტერესებს ინფორმაცია (ა)ი.პ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის’’ ახალ მმართველზე, ამიტომ დავიწყოთ ტრადიციულად, გვიამბეთ თქვენს შესახებ:

- დავიბადე 1985 წლის 26 ივლისს, დავამთავრე წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლა და ლიცეუმი, სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, 2008 წლიდან ვმუშაობდი „ქართუ ჯგუფში“. ვთვლი, რომ მივიღე საუკეთესო გამოცდილება, ყველაზე დიდი პროექტი, რომლის განხორციელებაში მონაწილეობას ვიღებდი, იყო , "პრომეთეს’’ მღვიმის ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემდეგ, როგორც მშენებელი, ვმუშაობდი ქ. ქუთაისის სარაგბო კომპლექსის „აიას“ რეაბილიტაციაზე, რამდენიმე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობაზე, ყველა ობიექტს უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი. 2012 წლიდან ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. სწორედ ამ პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. 2017 წლის 1 დეკემბრიდან დავინიშნე ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მმართველად. მყავს მეუღლე და 2 შვილი. 

-რას ნიშნავს თქვენთვის ა(ა)ი.პ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის’’ მმართველად მუშაობა ?

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმე იყო წყალტუბოს განვითარებაში წვლილის შეტანა. დაკავებული თანამდებობა ამის საშუალებს მაძლევს, სასიკეთო ცვლილებები ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქალაქის კეთილმოწყობის შედეგად ხდება.

-თქვენი მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ, მოვუაროთ და უკეთ წარმოვაჩინოთ წყალტუბოს ბუნებრივი და ტურისტული რესურსები. გავუფრთხილდეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, პროფესიონალებს, გავზარდოთ მათი მოტივაცია, ამ მიმართულებით მუშაობს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ გუნდთან ერთად სწორად დაიგეგმა და განისაზღვრა კეთილმოწყობის ცენტრის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება პრიორიტეტების მიხედვით.

- გვიამბეთ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც უკვე მიიღეთ, როგორც კეთილმოწყობის ცენტრის მმართველმა.

- როგორც აღვნიშნე, ჩვენ ბიუჯეტის სწორად განაწილების შედეგად შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. გარე განათების ქსელის განახლება მოხდა დაბალვატიანი ნათურებით, რომლებიც გაცილებით ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს, ამით ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგა. უკვე დასრულდა გარეგანათების სამუშაოები ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე და ქალაქის უმეტეს უბნებში.

- როგორ შეაფასებდით წყალტუბოს წარსულს და როგორია მისი დღევანდელი დღე?

- წყალტუბო ნამდვილად იყო საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი კურორტი. მაშინ ის სრულად შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს, თუმცა დღეს სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. გვიწევს მუშაობა დიდი კონკურენციის პირობებში. ევროპულ სტანდარტებს ბევრი ეტაპის გავლა სჭირდება, ამიტომ აუცილებელია კურორტის მოკლევადიანი და სწრაფი განვითარება.

- რა უნდა გაკეთდეს, რათა წყალტუბოს მომავალი იყოს საიმედო, კურორტი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი?

- ვფიქრობთ, რომ მთავარია ინვესტიციების მოზიდვა, იმ უნიკალური შენობების შენარჩუნება და მოწყობა, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურას მიეკუთვნება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სამკურნალო ტურიზმის განვითარება არის წყალტუბოს საიმედო მომავლის ერთადერთი გზაც, მიზანიც, გამოწვევაც. ჩემი და ყველა წყალტუბოელის დიდი სურვილია არა ის, რომ დავაბრუნოთ რაც იყო, არამედ, გავზარდოთ სტანდარტები და მივუახლოვოთ წყალტუბო მსოფლიო და ევროპული დონის კურორტებს. ჩვენ ქალაქს აქვს ამის პოტენციალი, შესაძლებლობა და ამბიცია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს?

- მე ამ ქალაქის მკვიდრი ვარ და მეც მაწუხებს, მეგობრებთან, თანაქალაქელებთან ერთად გავიხილავ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ამ ეტაპზე აქტუალურია, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მოგვმართავს.

-რას ეტყოდით და ურჩევდით მომავალ თაობას?

რა თქმა უნდა, ბევრ შრომას, როგორც პიროვნული განვითარებისთვის, ასევე მათი შესაძლებლობების წყალტუბოში დაბანდებისთვის. მესმის, რომ რთულია პატარა ქალაქში დარჩე, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა წყალტუბოელებმა დავაფასოთ ის, რაც უნიკალური გვაქვს ამ ქალაქში და კიდევ, პატარა ქალაქშიც შეიძლება დიდი საქმეების კეთება.

- რა პროექტები უნდა განხორციელდეს სამომავლოდ წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად? დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია ინფრასტრუქტურის განვითარება და ამასთან პარკის, ცივი ტბის, მუზეუმების და ა. შ. ფუნქციური დატვირთვა. ეს, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ძალებით მხოლოდ ვერ მოხერხდება. ამით უნდა დავაინტერესოთ კერძო პირები, ინვესტორები...ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან და თავისთავად, დასაქმების პრობლემის გადაჭრასთან. არ შეიძლება, ყველა მოქალაქე დასაქმდეს საჯარო სექტორში, სწორედ ამიტომ უნდა განვითარდეს ბიზნესი, გაიზარდოს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

-ორიოდე სიტყვით იმ პრინციპებსა და ფასეულობებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს და ვერ უღალატებთ ?

-ეროვნული ღირებულობები, ტრადიციები, უფლის რწმენა და სიყვარული-ეს ის ფასეულობებია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ჩვენია, ქართულია და ყოველთვის ვუფრთხილდები. სამართლიანობა, საქმის ერთგულება და მოყვასის სიყვარული - ეს ის პრინციპებია, რომელთა დაცვა საქმეშიც და ადამიანებთან ურთიერთობებში აუცილებელი და საჭიროა. 

ესაუბრა ნათია გახოკიძე

 

შუახევში, სოფელ კობალთაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

შუახევში, სოფელ კობალთაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

8 საათის წინ

 ქრობის პროცესში ადგილობრივ სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად ხულოსა და შუახევის ბრიგადებიცაა ჩართული ადგილობრივებთან ერთად. როგორც შუახევის მერი "აიპრესთან" საუბრსას აცხადებს, ქრობის პროცესში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ფრიდონ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053