Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ლორთქიფანიძე: სასტარტო კაპიტალის რეფორმა დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება

"მცირე  და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალის სიმცირე დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას  წარმოადგენს", - ამის შესახებ განცხადება "ტერაბანკის" გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული სასტარტო კაპიტალის პროგრამა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება", - განაცხადა თეა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას, „ტერაბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული პრობლემა  საზოგადოებაში რეალურად არსებობს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტიურად მივიღებთ რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ  ამ პრობლემის გადაჭრას შევუწყობთ ხელს", - განაცხადა თეა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

2 საათის წინ

პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085