19 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

19 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

სდასუ-ს მე-4 კურსის სტუდენტს რობერტ ახალაიას 19 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 18 ივლისს ქ.ფოთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

20 აპრილი, 2018

“აიპრესის,, ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპწრტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036