Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
გვასალია: შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დაანონსებულ პროექტებს, რომლებმაც მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს

"დღევანდელი შეხვედრა თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას. ზურაბ გვასალიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დაანონსებულ პროექტებს, რომლებმაც  მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. 

"საუბარი შეეხო ჭარბვალიანობასაც, რომელიც ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად შეიძლება ჩამოყალიბდეს და რომელმაც უკვე  მიიღო ის მასშტაბები, როდესაც სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბუნებრივია საბანკო სექტორი ამაში  აქტიურად იქნება ჩართული", - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით უნდა აღმოფხვრას არსებული პრობლემები.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა

2 საათის წინ

პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085