Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
პრეზიდენტი: შეწყალების თხოვნას ერთვოდა ოჯახის სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე
პრეზიდენტი: შეწყალების თხოვნას ერთვოდა ოჯახის სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე

პრეზიდენტი: შეწყალების თხოვნას ერთვოდა ოჯახის სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე

25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამინაცვალი 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა, სწორედ ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. 

"მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი. რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი ინსპექტორის განყოფილების დადებით დასკვნას და ასევე სამდიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე.

თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო.

აქვე დავამატებ რომ აქვე ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

16 საათის წინ

პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ნანეიშვილს იარაღი არ ქონია და სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მათივე თქმით, პატიმარი 24-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პაპუნა ნანეიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით არის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053