"რამდენიმე დღეა, საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა, ბარნოვის ქუჩაზე. ბუნებრივია ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალაობის ფაქტი.
კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ახსნას, ჩვენ მზად ვართ, ამ შემთხვევაში ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...