Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
აშშ: რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე გამოძიებას ხელს უშლის
აშშ: რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე გამოძიებას ხელს უშლის

აშშ: რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე გამოძიებას ხელს უშლის

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ამერიკის წარმომადგენელმა, კენეტ უორდმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თაობაზე გამოძიებას ხელს უშლის. როგორც ამერიკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსებმა ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ადგილზე ყველა კვალის წაშლა სცადეს.

"ჩვენ გვესმის, რომ რუსებს თავდასხმის ადგილზე შესვლა შეეძლოთ. შეშფოთებული ვართ იმით, რომ მათ შეეძლოთ მოტყუება, რათა OPCW- ის ფაქტების შემსწავლელი მისიის ეფექტური გამოძიების ჩატარება შეეჩერებინათ ", - განაცხადა მან.

უორდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ OPCW-ი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თაობაზე საერთაშორისო შეფასებას და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტის თაობაზე გამოძიება OPCW- მ დაიწყო. მომხდარში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს, რომელიც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. 

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. ქვეყნებმა 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

6 საათის წინ

"პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა მისი მეჯვარე ყოფილიყო, რასაც ის დათანხმდა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პრინცი უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, მისი მეჯვარე ჰარი იყო. პრინც ჰარისა და მეგან...

USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053