გია ჭიაბრიშვილის გუნდს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი "ლოკომოტივთან", რის გამოც "დინამო" მას დაეწია და ქულებით გაუთანაბრდა, ამიტომ ამ შეხვედრას პრინციპული ხასიათი ჰქონდა, გამარჯვებული ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა.
"საბურთალო" 63-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა დააწინაურა და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერცერთმა გუნდმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა. საბურთალოელებს 15 ქულა აქვს და ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ.
რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ლანჩხუთში წასულმა "სამტრედიამ", ბადრი კვარაცხელიას თავკაცობითაც ვერ შეძლო თამაშის მოგება. სამტრედიელების ანგარიშზე, პირველ ტურში დამარცხებული "ლოკომოტივია", თუმცა "დილასთან" მოპოვებული ქულით მათ ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ახლა მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
ამავე ტურში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
რუსთავი - კოლხეთი - 2:0
ლოკომოტივი - სიონი - 1:2
ტორპედო - ჩიხურა - 0:1
მე-7 ტურის შეხვედრები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება.
ფოტო: დინამო თბილისი
ჯერ ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) წააგო სტარტზევე, შემდეგ კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) რუს ბესლან მურდანოვთან განიცადა მარცხი. ერთადერთი, ვინც მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა ამირან პაპინაშვილი(-60კგ) იყო, თუმცა მან ნახევარფინალში ასევე რუს ისლამ...