Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ნათია გობაძე: ტელეფონზე იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო
ნათია გობაძე: ტელეფონზე იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო

ნათია გობაძე: ტელეფონზე იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო

"ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო", - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა "აიპრესთან" ტრაგედიის დღეს დეტალურად იხსენებს.

"მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს. ის ბავშვების წამოსაყვანად უნდა წასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე, გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭა სპეციალურად.

თაკოს რომ ველაპარაკე მითხრა ეხლა უნდა ავიდე სახლში დედაო, ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა. ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერე გაიხსენეს ბავშვებმა სახლში, რომ შევედით ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმა ბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა." - განაცხადა "აიპრესთან" გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085