მისი თქმით, ის ტრამპს სირიაში იერიშების განხორციელებამდე ტელეფონით ესაუბრა. "ჩვენ დავრწმუნდით, რომ საჭიროა ჯარებმა ტერიტორია დატოვონ", - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში სარაკეტო დარტყმებს "სრულიად ლეგიტიმური" უწოდა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ორ სხვა მუდმივ წევრთან ერთად მოქმედებდა.
აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგი სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მისია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება იყო.
მოგვიანებით, ტელეარხი NBC წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი მზადაა, სირია ამერიკის სამხედრო კონტინგენტმა დატოვოს.
შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. ქვეყნებმა 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო.
როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
დღეს დილით, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ერევანში " გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდნენ. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშანიანმა განაცხადა, რომ ამ დღეს პოლიტიკური...