იუპ ჰაინკესის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე "გლადბახი" 5:1 გაანადგურეს და უახლოეს მდევარ "შალკესთან" 20 ქულიანი სხვაობა აქვთ.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ინტრიგა შემორჩენილი ევროზონის ადგილებზეა. დარჩენილ ხუთ ტურში შესაძლებელია, რომ ევროპის ლიგაზე გამსვლელთა ვინაობაც კი შეიცვალოს, ამიტომ ინტრიგა ამ ზონაში ისევ რჩება.
რაც შეეხება "ბაიერნს", ბავარიელებს ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი, სადაც ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" გაარკვევენ ურთიერთობას.
მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...