ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური მიზნების მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ სსფ-ის პროგრამის ფარგლებში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მსურს აღვნიშნო ის ძირითადი ფისკალური მიზნები, რომელიც დავისახეთ სსფ-სთან პროგრამის ფარგლებში. პირველი ესაა მიმდინარე ხარჯების კონტროლი, მეორე-კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და მესამე - დეფიციტის შემცირება. ამ მიზნებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მისი გაძლიერება და მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინკულზიური ზრდა, ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რაც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა. 

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

12 საათის წინ

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036