"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონია

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონია

ინგლისის პრემიერ-ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს. არსებობის განმავლობაში "მანჩესტერ სიტიმ, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, პეპ გვარდიოლას გუნდი უახლოესი მდევარი "მანჩესტერ იუნაიდეტისთვის" მიუწვდომელი გახდა, რომელმაც გუშინ საკუთარ არენაზე "ვესტ ბრომვიჩთან" მინიმალური ანგარიშით წააგო და თეორიული შანსიც გაიქრო "სიტიზე" დაწევის. 

რაც შეეხება სიტის, მან შაბათს, "ტოტენჰემი" გასვლაზე 1:3 გაანადგურა და მოლოდინი იმის, რომ გვარდიოლას გუნდს წელს ტიტულს ვინმე შეეცილებოდა, ისედაც არავის ჰქონდა, თუმცა მოურინიოს გუნდის წაგებამ "სიტის" ჩემპიონობა დაგეგმილზე ადრე გააოფიციალურა.

"სიტის" 33 ტურის შემდეგ 87 ქულა აქვს, მის მდევარ "იუნაიტედს" კი - 71.

"სიტიმ" ბოლოს პრემიერ ლიგა 2014 წელს მოიგო.

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

3 საათის წინ

შეგახსენებთ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში ოქროს მედალი და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ჩემპიონმა ატაცში 210 კილოგრამი აწია და დისციპლინის ოქროს...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068