Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ბახტაძე: ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია
ბახტაძე: ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია

ბახტაძე: ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია

„დღეს ჩვენი ბიუჯეტი 50% ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიდან მიღებული შემოსავლებით, ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომკაში არის სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია. საბაზრო ეკონომიკაში კი მონოპოლიები ნიშნავს ნაკლებ ეფექტურობას, კონკურენციის დაბალ დონეს, გაზრდილ ხარჯებს, სამეწარმეო სულისკვეთების შემცირებას და დაკნინებას. 

„როდესაც ვსაუბრობ ბარიერებზე, ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ კერძო სექტორს, ამაში სახელმწიფო სექტორიც შედის. ძალიან ბევრს დავდივარ რეგიონებში, იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ. ამ ბარიერების მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში უპრეცედენტო რეორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. ყველა მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გადაიხდის სიმბოლურ 1%-იან გადასხადს. საგადასადო სტიმულირების თვალსაზრისით, ამაზე მეტად დახმარება მცირე ბიზნესისთვის თითქმის წარმოუდგენელია. 

გამარტივებული საგადასხადო პროცედურები არის აუცილებელი, მაგრმ არასაკმარისი პირობა, რომ ჩვენ მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ სასტარტო კაპიტალის რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში. 

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

თინა ხიდაშელი: ივანიშვილი იმათ არ მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებს

5 წუთის წინ

კითხვაზე, რატომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ამბობდა, რომ ის ამას გამორიცხავს, თუ ეს აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული? "ნამდვილად არ მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც ტყუილად საუბრობენ ეთერში...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085