ბახტაძე: მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში ძალიან კარგი ტენდენციაა, ეს ტრენდი გაგრძელდება

ბახტაძე: მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში ძალიან კარგი ტენდენციაა, ეს ტრენდი გაგრძელდება

"მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ  ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"მინდა რამდენიმე სტატისტიკა მოგაწოდოთ, რომელიც კარგად ასახავს პროგრესს რომელიც მივიღეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიმდინარე ხარჯები 26%-დან შემცირდა 24.6%-მდე, 2018-ში გათვალისწინებულია კიდევ უფრო მეტი შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება.

მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით. პრაქტიკულად, გასულ წელს და მიმდინარე წელს დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ესაა რიკოთის მონაკვეთის 4-ვე სექცია, სამხრეთის მაგისტრალის რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით. საქართველოდან უპრეცენდენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობების და გვირაბები ნატახტარი-ყაზბეგი და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით.

ჩვენ 1 წელში შევამცირეთ ფისკალური დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ ნიშნულზე, რომელიც ჯანსაღია, რომელიც მიუთითებს იმას რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში ძალიან სტაბილური, მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

20 აპრილი, 2018

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036