მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ბიულეტენების 97.23% -ის დათვლის შემდეგ, მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი სოციალისტური პარტიის ლიდერი, მილო დჟუკანოვიჩი ლიდერობს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გავრცელდა.

დჟუკანოვიჩმა ხმათა 54.15% მიიღო, კოალიცია "დემოკრატიული ფრონტის" კანდიდატ მლადენ
ბოიანიჩს ამომრჩეველთა 33.24% -მა დაუჭირა მხარი. "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის, დრაგინიუ ვუკსანოვიჩის განცხადებით, ბიზნესმენმა ვასილი მილიჩკოვიჩმა და „სერბეთის კოალიციის“ კანდიდატმა დობრილო დედეიჩმა ხმათა 1% -ზე ნაკლები მიიღეს.

15 აპრილს მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დჯუკანოვიჩი პრემიერმინისტრის თანამდებობას ხუთჯერ იკავებდა (1991-1998, 2003-2006, 2008-2010, 2012-2016 წლებში). იგი 1998-2002 წლებში სახელმწიფოს მეთაური იყო.

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

28 წუთის წინ

"თითქოს ევროპაში სამოქალაქო ომია, სადაც ჩვენი განსხვავებები და რიგ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული და ნაციონალური ეგოიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერთიანი სახით წარმოჩენა. მე არ მინდა დავუშვა, რომ ამ შეურაცხმყოფელმა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036