Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
საფრანგეთის პრეზიდენტი: სირიაში ჩვენი ამოცანა წარმატებით შევასრულეთ
საფრანგეთის პრეზიდენტი: სირიაში ჩვენი ამოცანა წარმატებით შევასრულეთ

საფრანგეთის პრეზიდენტი: სირიაში ჩვენი ამოცანა წარმატებით შევასრულეთ

ფრანგმა სამხედროებმა სირიაში "შესანიშნავი" ოპერაცია ჩაატარეს,-ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BFMTV- თან ინტერვიუში განაცხადა.

"ქიმიური იარაღის წარმოების სამი ობიექტი ჩვენი სამიზნე იყო, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამოცანა", - განაცხადა მაკრონმა.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებსა და არმიას. ოპერაცია სრულყოფილად განხორციელდა ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის რუსეთში ვიზიტს, რომელიც მხარს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს, მაკრონმა დადებითად უპასუხა.
კრემლმა 2017 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს.

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში საავიაციო და საზღვაო ფლოტიდან 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო. როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ჟოზეფ დანფორდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმები დამასკოს სამეცნიერო ცენტრზე, ქიმიური იარაღის საწყობსა და ერთ-ერთ სამიზნეზე განხორციელდა. ოფიციალურ დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად სამეცნიერო ცენტრის შენობის კომპლექსი დაზიანდა.

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

პრინცმა ჰარიმ ქორწილისთვის მეჯვარე აირჩია

9 საათის წინ

"პრინცმა ჰარიმ თავის ძმას, კემბრიჯის ჰერცოგს სთხოვა მისი მეჯვარე ყოფილიყო, რასაც ის დათანხმდა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პრინცი უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა, მისი მეჯვარე ჰარი იყო. პრინც ჰარისა და მეგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053