ბრიტანეთის პრემიერი სირიაში ავიაიერიშების განხორციელების თაობაზე პარლამენტში სიტყვით გამოვა

ბრიტანეთის პრემიერი სირიაში ავიაიერიშების განხორციელების თაობაზე პარლამენტში სიტყვით გამოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი, ორშაბათს, 16 აპრილს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვა და პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს, რომლებმაც ის სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მეი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას იმით განმარტავს, რომ „სირიაში ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

"არსებობს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - ციტირებს გამოცემა ტერეზა მეის განცხადებიდან ამონაწერს, რომელსაც ის დღეს წაიკითხავს.
ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ ოპერაცია "სრულიად ლეგიტიმურია".

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს და ჩვენს არმიას. ოპერაცია სრულყოფილად განხორციელდა ", - განაცხადა მაკრონმა.

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ჟოზეფ დანფორდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმები დამასკოს სამეცნიერო ცენტრზე, ქიმიური იარაღის საწყობსა და ერთ-ერთ სამიზნეზე განხორციელდა.
ოფიციალურ დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად სამეცნიერო ცენტრის შენობის კომპლექსი დაზიანდა.

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

19 წუთის წინ

"თითქოს ევროპაში სამოქალაქო ომია, სადაც ჩვენი განსხვავებები და რიგ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული და ნაციონალური ეგოიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერთიანი სახით წარმოჩენა. მე არ მინდა დავუშვა, რომ ამ შეურაცხმყოფელმა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036