ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას

ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას

"მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

"მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

8 საათის წინ

საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, Exo Tour; Step in Georgia; Start Travel; Free Spirit Tours; Tkemali Tour; Future Travel; Infinity Trips; Gallery Palace Hotel და Caucasus Travel.   ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068