ბახტაძე: ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის - რეფორმის ლაით მოტივი

ბახტაძე: ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის - რეფორმის ლაით მოტივი

„ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის - ეს არის რეფორმის ლაით მოტივი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, აქამდე თამაშის წესები სამართლიანი არ იყო. 

როგორც მინისტრი აცხადებს, ქვეყანაში არის ბევრი კონკურენტუნარიანი პროექტი, მაგრამ სხვადასხვა ბარიერების გამო ამ პროექტების განხორციელება ვერ ხდება. მთავარი ბარიერი კი სასტარტო კაპიტალის მკვეთრი დეფიციტია. მიზანი კი,ისეთი ფინანსურიმექანიზმების შექმნაა, რომელიც ხელს შეწყობს კონკურენტუნარიანი პროექტების განხორციელებას. 

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი რესურსი და სიმდიდრე არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შემოქმედებითი საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, კონკურენტუნარიანი იდეები და პროექტები, მაგრამ სხვადასხვა ბარიერების გამო ისინი ვერ ახდენენ ამ პროექტების რეალიზაციას. თუ ჩვენ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა მთავარი ბარიერი ეს გახლავთ სასტარტო ფულის, სასტარტო კაპიტალის მკვეთი დეფიციტი. 

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს სურს, დაიწყოს ბიზნესი და ეს ძირითადად გააკეთოს საკრედიტო რესურსით და იმ მაღალი პროცენტებით, რომელიც ასეთ საკრედიტო რესურსს მოჰყვება. ეს ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, სასტარტო კაპიტალის რეფორმის, რომ ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად შევქმნათ ისეთი მექანიზმები, და ასეთი ფინანსური მექანიზმების ნაწილი უკვე შექმნილია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ეკონომიკაში, დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ისეთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან პროექტებს, რომელიც დღეს ვერ ხორციელდება. 

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში არ ხორციელდებოდეს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები.

რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან თამაშის წესებზე, ვის ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს აუდიტორია სასტარტო კაპიტალის რეფორმის, რადგან მის ქვეშ ჩვენ რამდენიმე პროგრამას ვგუსლიხმობთ. ესენი იქნებიან ჩვენი ახლაგაზრდა სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რეგიონალური განვითარება, მაგრამ რა თქმა უნდა , უნდა იყოს სამიზნე ჯგუფი ჩვენი ემიგრანტებიც, ვინაიდან მოხდა ძალიან დიდი ინტელექტის ქვეყნიდან გადინება, რომლის ერთ- ერთი მიზეზი იყო სწორედ ჩემი გადასახედიდან არასამართლიანი თანაშის წესები. ბევრ მათგანს ძალიან ჯანსაღი პროექტები აქვს, და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ ამ პროექტების რეალიზაციას სწორედ საქართველოში, თავისი ოჯახებისა და ეროვნული ეკონომიკის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

39 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068