ერევანში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სარქისიანის პრემიერად დანიშვნას აპროტესტებენ

ერევანში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სარქისიანის პრემიერად დანიშვნას აპროტესტებენ

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან, რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

სამართალდამცველები მათ ქუჩების გათავისუფლებას სთხოვენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიმე სახის მოქმედებაზე ჯერჯერობით არ გადასულან.

ერთ-ერთი საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მომხრეები დაბლოკავენ ხიდებს, ქუჩებსა და მეტროსადგურებს.

შაბათს, ქვეყნის მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ სარქისიანს სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგენენ. არჩევნები 17 აპრილს უნდა ჩატარდეს.

9 აპრილს, სომხეთის არჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, თავისი მოვალეობის შესრულების ოფიციალურად დაწყების დღეს ხელისუფლება დაითხოვა.

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

19 წუთის წინ

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051