მოკლულის ბებია: იმ სადისტმა ჩემს შვილს უთხრა, შენი შვილი უკვე მიწაშიაო

მოკლულის ბებია: იმ სადისტმა ჩემს შვილს უთხრა, შენი შვილი უკვე მიწაშიაო

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის ბებია "აიპრესთან" საუბრისას მომხდარის შესახებ ახალ დეტალებს იხსენებს. 

"ჩემმა შვილმა რომ დაურეკა თაკოს არ უპასუხა, შემდეგ მის დას გადაურეკა და იმას უთქვამს, არ მოხვიდე სახლში, სანამ მე არ მივალო, ალბათ მომხდარი იყო უკვე ეს ტრაგედია.

შემდეგ კიდევ უცდია ნათიას დარეკვა და თაკოს მობილურზე იმან უპასუხა. უკითხავს შენ მანდ რას აკეთებო, ჩემს შვილს რა უნდა შენთან ერთადო და უთქვმს იმ სადისტს, შენი შვილი უკვე მიწაშიაო", - აცხადებს გარდაცვლილის ბებია.

24 წლის თაკო გამრეკელაშვილს მშობლიურ სოფელ სანიორეში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

7 საათის წინ

ზაზა სვანაძე სწორედ ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს. "ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას კიდევ არ დაარქმევენ პოლიტიკურ სახელს და პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს ის ადამიანები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036