გურჯაანში "ენმედიცის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს

გურჯაანში "ენმედიცის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს

14 აპრილს, გურჯაანს კლინიკა "ენმედიცის" ექიმები ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს. 

აქციის ფარგლებში მოსახლეობას კონსულტაცია გაუწიეს თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა - ენდოკრინოლოგმა, ანგიოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ასევე პაციენტებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობაა. პაციენტებს საჩუქრად, საჭიროების მიხედვით, სისხლში შაქრის საზომი გლუკომეტრის ჩხირები და სხვადასხვა სახის მედიკამენტები გადაეცათ.

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

4 საათის წინ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით ხანძრის შედეგად 7 ოჯახია დაზარალებული, ყველა მათგანს მერია დროებით საცხოვრებელ ფართში...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068