25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ

პროკურატურა 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართვას, - ამის შესახებ "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. 

"საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურა 16 აპრილს მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმარართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, 25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამინაცვალი 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა


 

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

20 აპრილი, 2018

“აიპრესის,, ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპწრტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036