"ღრმად შეწუხებული ვარ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, სადაც ყველა არსებული ხერხის მიუხედავად, ძველებურად რთულია საერთო ქმედებებამდე მისვლა, სირიაში და სხვა რეგიონებში მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა პაპმა.
ასევე, რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა.
"მშვიდობისთვის ვლოცულობ და ყველას ვთავაზობ, ნებაყოფლობით გააკეთონ იგივე. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ მშვიდობა და სამართლიანობა", - განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, რომ 14 აპირილის ღამეს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ქიმიურ იარაღთან იყო დაკავშირებული, იერიში განახორციელეს. ქვეყნებმა ამ ქმედებებს მიმართეს, რადგან ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებას, რუსეთსა და ირანს აკისრებენ.
ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...