სააკაშვილი: ივანიშვილის ქმედებები წელს უნდა დავამთავროთ!

სააკაშვილი: ივანიშვილის ქმედებები წელს უნდა დავამთავროთ!

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას, თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა. 

"ეს მთავარი მევახშე, სხვა მევახშეებთან ერთად, ვალებში ამოგვხდის სულს, თუ ამის საშუალება მივეცით. ივანიშვილის მთავარი განზრახვაა ან გაყაროს ხალხი საქართველოდან, ან ვალებში ამოხადოს სული და აქციოს თავის საკუთრებად. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ძალაუფლება და უნდა დამთავრდეს ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "ჩვენ აუცილებლად გვექნება თავისუფალი ქართული ეკონომიკა". 

"პირველი, რაც უნდა მოხდეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების მოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების. დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილგან წამოღებული ფულით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე თქვენ არასდროს მომიტყუებიხართ ივანიშვილისგან განსხვავებით. საქართველოში ეს ყველაფერი მოხდება, თუ ჩვენ ყველანი ერთად დავირაზმებით. ჩვენ აუცილებლად გვექნება თავისუფალი ქართული ეკონომიკა. თითოეული ქართული ოჯახის ეკონომიკური საფუძველი იქნება ძალიან ძლიერი. ეს ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკა დასრულდება და მათ შორის, საბანკო სექტორში, ჩვენ გაგვიჩნდება ნამდვილი ბანკები და არა მევახშეები და ხალხის სისხლის მწოველები. მათი დრო საქართველოში დასრულდება", - აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი. 

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

37 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068