ასადი: სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენას 10-15 წელი და 400 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

ასადი: სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენას 10-15 წელი და 400 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

ბაშარ ასადის განცხადებით, იმისათვის, რომ აღდგეს სირიის ეკონომიკა, რომელიც ომმა გაანადგურა, 10-15 წელიწადი და არანაკლებ 400 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციებია საჭირო.

"მნიშვნელოვანი თემაა ინფრასტრუქტურის აღდგენა, ეს არანაკლებ 400 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება და 10-15 წელიწადი მაინც დასჭირდება", - აცხადებს ასადი.

გარდა ამისა, ბაშარ ასადმა მარალი შეფასება მისცა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ იარაღებს, რომლებითაც სირიის არმია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმების მოგერიებას ცდილობდა.

"გუშინ ჩვენ ამერიკული აგრესია დავინახეთ და ჩვენი მისი მოგერიება საბჭოთა კავშირის რაკეტებით შევძელით, რომელიც 70-იან წლებში დამზადდა. 90-იანი წლებიდან კი ამერიკულ ფილმებში აჩვენებენ, რომ რუსული იარაღი ჩამორჩენილია, ხოლო დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ ვინ არის ჩამორჩენილი", - აღნიშნავს ასადი.

ცნობისთვის, 14 აპრილს აშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის ობიექტებზე რაკეტული იერიში მიიტანეს. მთლიანობაში ასზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. რუსეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გაშვებული 103 რაკეტიდან 71 ჩამოაგდეს.

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

21 წუთის წინ

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051