კახა კალაძე: შესაძლოა, რამიშვილის ქუჩაზე, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გავხადოთ

კახა კალაძე: შესაძლოა, რამიშვილის ქუჩაზე, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გავხადოთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობას და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება და ამ მიმართულებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს.

“ადგილზე პარალელურად იმუშავებს “ჯი-ვი- პი” და “თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. შეიცვლება განათებები, ბოძები და ბორდიურები.ტროტუარები გაფართოვდება, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის შეუძლებელი იყო თავისუფლად გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა ცალმხრივი გავხადოთ და ამაზე მუშაობს ტრანსპორტის სამსახური”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

ბექაური: "რუსთავი 2"-ის გარდა ყველა მედია მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს შემოსავლები

10 საათის წინ

"მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036