მამინაცვალის მიერ 25 წლის გოგოს მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მამინაცვალის მიერ 25 წლის გოგოს მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამინაცვალი 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

20 აპრილი, 2018

“აიპრესის,, ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპწრტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036