Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ზურაბ პატარაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა
ზურაბ პატარაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა

ზურაბ პატარაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. 

ზურაბ პატარაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ.

2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - საკუთრების მფლობელი 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებსაც შეხვდა.

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად, პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და გასავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.

შუახევში, სოფელ კობალთაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

შუახევში, სოფელ კობალთაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

8 საათის წინ

 ქრობის პროცესში ადგილობრივ სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად ხულოსა და შუახევის ბრიგადებიცაა ჩართული ადგილობრივებთან ერთად. როგორც შუახევის მერი "აიპრესთან" საუბრსას აცხადებს, ქრობის პროცესში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ფრიდონ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4640
EUR 3.0007
GBP 3.4383
TRY 0.6053