სააკაშვილი: ევროპაში, სადაც ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, საშუალო საბანკო განაკვეთი 11%-ია, საქართველოში კი 25%

სააკაშვილი: ევროპაში, სადაც ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, საშუალო საბანკო განაკვეთი 11%-ია, საქართველოში კი 25%

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას, თავის ვიდეოგამოსვლაში აღნიშნა. 

„ევროპაში, სადაც ბევრად უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი არის 11%, თურქეთში მაქსიმუმ 16%, სომხეთში არის 7% და საქართველოში არის 25 %. ბანკები არ თაკილობენ და ყველაზე უფრო დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებენ ყველაზე მეტ ფულს. ყოველი მეორე ქართველი პენსიონერი საქართველოში, არის ბანკის მოვალე. ესეიგი ამ მევახშეების მოვალე და ხშირ შემთხვევაში, პენსიონერების ეფექტური განაკვეთი საბანკო დავალიანების, შეადგენს 44 %-ს. ესეიგი ყველაზე ღატაკ ფენას, ჩვენი საზოგადოების, ყველაზე დაუცველს, დამშეულს, მშიერ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წამლის ფული, პურის ყიდვის ფული, სამაგიეროდ, აქვს ბანკის ვალი და ყველაზე მაღალი პროცენტი ბანკებისგან არის დადებული სწორედ ამ მოქალაქეებზე მევახშეების მხრიდან. ასეთი რაღაცა არ არის სხვაგან არსად მსოფლიოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ხვალ, ბათუმსა და ოზურგეთში " ოცნება" რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

ხვალ, ბათუმსა და ოზურგეთში " ოცნება" რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

1 საათის წინ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები 23 აპრილს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ. კონფერენციის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036