ზესტაფონში მოქალაქის ხელკეტით ცემასა და 15 000 დოლარის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს

ზესტაფონში მოქალაქის ხელკეტით ცემასა და 15 000 დოლარის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1982 წელს დაბადებული ბ.მ., გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე და126-ე მუხლებით)", - ნათქვამი შსს განცხხადებაში.

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

3 საათის წინ

"შსს ასაჯაროების კრიმინალის შესახებ სტატისტიკას და ჩვენ ამ პროცესში ღია ვართ. სტატისტიკა მიუთითებს 2 რამეზე, ცალკეულ შემთხვევებში არსებობს პოზიტიური დინამიკა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ნეგატიური მატებაცაა. საგანგაშო მატება ამ ეტაპისთვის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068