სააკაშვილი: 2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში, მოვალეთა რიცხვი მინიმუმ სამჯერაა გაზრდილი

სააკაშვილი: 2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში, მოვალეთა რიცხვი მინიმუმ სამჯერაა გაზრდილი

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას, თავის ვიდეოგამოსვლაში აღნიშნა. 

„2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში, მოვალეთა რიცხვი გაზრდილია მინიუმ სამჯერ. ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს, დაყადაღებული აქვს ყველაფერი: ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები. ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ. ივანიშვილის ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი, საქართველო მთელს მსოფლიოში, მეორე ადგილზე ამ მონაცემებით, ყოველი 10 მოქალაქიდან შვიდს აქვს ბანკის, ესეიგი ამ მევახშეების ვალი“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბანკირების ნაცვლად თანამედროვე სოლომონ მეჯღანუაშვილები არიან, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ანგრევენ. 

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში, ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი, მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით, მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერ-მინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა, ძირითად თანამდებობაზე.  დანიშნა თავის ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ისინი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით, მევახშეები, რომლებიც სისხლს წოვენ თითოეულ პრაქტიკულად ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელწიფოებრიობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036