17 აპრილს ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის გამოფენა გაიხსნება

17 აპრილს ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის გამოფენა გაიხსნება

17 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის პერსონალური გამოფენა.

გამოიფინება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სამოცდახუთი ფერწერული ტილო.

ნიკოლოზ გამცემლიძე პროფესიით ვეტექიმია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.

მხატვარი ხშირად მონაწილეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოფენებში.

გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე.

დაიხურება 23 აპრილს.

კასპში ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა

კასპში ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა

45 წუთის წინ

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ მონტაჟი წარმოადგინეს. გამომსვლელებმა გაიხსენეს 1978 წლის ქართული ენის დაცვის მიზნით გამართული აქცია, ისაუბრეს ენის სიწმინდის, უცხო სიტყვებისგან გათავისუფლების და მომავალი თაობის ქართული ენით...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051