ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, სირიაში პრობლემები არ შექმნას

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, სირიაში პრობლემები არ შექმნას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ კრემლმა თავისი მოქმედებებით ხელი შეუშალა დამოუკიდებელ გამოძიებას სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შესახებ. დამასკოში განხორციელებულ დარტყმას კი იძულებითი ზომები უწოდა.

გაზეთ Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში უილიამსონი აღნიშნავს, რომ "საომარი ოპერაცია ყოველთვის უკანასკნელი საშუალებაა და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იოლი არ იყო. ცხადია, ჩვენ გვირჩევნია, რომ ბაშარ ასადზე ზეწოლა კრემლის მხრიდან მოვახდინოთ - რაც მისი მთავარი მხარდამჭერია - რათა სირიის რეჟიმმა შეწყვიტოს ქიმიური იარაღის გამოყენება".

უილიამსონის თქმით, ლონდონი და ვაშინგტონი კვლავ მოუწოდებენ, რომ სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით გადაწყდეს და კრემლს მოუწოდებენ, რომ ამ პროცესის ნაწილი გახდეს და არ შექმნას პრობლემები.

"მაგრამ მოსკოვმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო და მოუწოდა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი ქალაქ დუმაში მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით

ჩვენ ასე უბრალოდ ვერ ვუყურებთ, თუ როგორ არ უფრთხილდება ასადი სირიის უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლეს. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის, რომ დავუშვათ ისეთი საშინელი იარაღის გამოყენება, რაც მაგალითად სოლსბერში გამოიყენეს", - აცხადებს მინისტრი.

უილიამსონი აგრეთვე აცხადებს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი მოქმედებები სირიაში შეზღუდული იყო.

"საუბარი არ ეხება სამოქალაქო ომში ჩარევას, საუბარია რეჟიმის შეცვლაზე, ან იმაზე, რომ რუსეთს ხელი შევუშალოთ თავისი ამოცანის მიღწევაში სირიაში", - წერს მინისტრი.

ამასთან, უილიამსონი აცხადებს, რომ სადაზვერვო ინფორმაციამ აჩვენა, რომ სწორედ სირიის პრეზიდენტია პასუხისმგებელი ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე.

"სირიის კონფლიქტის მონაწილე სხვა ვერცერთი მხარე ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბის თავდასხმის განხორციელებას", - აცხადებს უილიამსონი.

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

მაკრონი: უარს ვამბობ იდეაზე, თითქოს დემოკრატია განწირულია დაუცველობისთვის

18 წუთის წინ

"თითქოს ევროპაში სამოქალაქო ომია, სადაც ჩვენი განსხვავებები და რიგ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული და ნაციონალური ეგოიზმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს წინაშე ჩვენი ერთიანი სახით წარმოჩენა. მე არ მინდა დავუშვა, რომ ამ შეურაცხმყოფელმა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036