ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე აღნიშნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე აღნიშნეს

დედაენის დღის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

"დღეს საქართველო - დედაენის დღეს აღნიშნავს. გილოცავთ, ამ ღირსშესანიშნავ დღეს! ეს არის ის განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ჩვენი ვალია არა მხოლოდ პატივი მივაგოთ მშობლიურ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ მას“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

59 წუთის წინ

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლზე იტალიური ფიჭვის ხეები დარგეს. აქციის მიზანია ცხოვრების სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. საქართველოში დედამიწის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036