ინაშვილი: "არავინ გვეკითხება, შევაფასოთ სირიაზე დარტყმების მიზანშეწონილობა"

ინაშვილი: "არავინ გვეკითხება, შევაფასოთ სირიაზე დარტყმების მიზანშეწონილობა"

"საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება არის უპასუხისმგებლობის, ანტისახელწიფოებრივი აზროვნების გამოხატულება. არავინ გვეკითხება, შევაფასოთ სირიაზე დარტყმების მიზანშეწონილობა. მითუმეტეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება-არგამოყენების თემა ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს, რის შესახებაც ღიად წერს საერთაშორისო მედია", - ამის შესახენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ქართული დიპლომატია, სამწუხაროდ, კვლავ განაგრძობს დასავლეთისთვის სიამოვნების მინიჭების პოლიტიკას და წინა პლანზე არ დგას ქართული ინტერესი. წინა პლანზე დგას უცხო ქვეყნების ინტერესის გათვალისწინება და დაცვა! ამ მაამებლურ, მონურ პოლიტიკას შესაძლოა შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა".- წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036