3x3 კალათბურთის ნაკრები ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

3x3 კალათბურთის ნაკრები ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს 3x3 კალათბურთის 18-წლამდე ვაჟთა გუნდი 2018 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

ქართველმა კალათბურთელებმა ახლახანს წარმატებით გაიარეს კვალიფიკაცია და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს.

18-წლამდე გუნდი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, 3x3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გურგენიძე და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ინდივიდუალურთან ერთად, გუნდურ სახეობაშიც იასპარეზებენ.

2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ბუენოს-აირესი 6-18 ოქტომბერს უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 32 სახეობაში გაიმართება, მათ შორის 3x3 კალათბურთში. საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.
 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036