Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
"გაუმარჯოს საქართველოს!"-ნიგერიელ სტუდენტებთან კალაძის ინიციატივით გამართული თამაში ფრედ დასრულდა (ვიდეო)
"გაუმარჯოს საქართველოს!"-ნიგერიელ სტუდენტებთან კალაძის ინიციატივით გამართული თამაში ფრედ დასრულდა (ვიდეო)

"გაუმარჯოს საქართველოს!"-ნიგერიელ სტუდენტებთან კალაძის ინიციატივით გამართული თამაში ფრედ დასრულდა (ვიდეო)

ნიგერიელ სტუდენტებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარალმეტი უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს წევრები თამაშობნდენ ფრედ 12-12 დარულდა.  

"გაუმარჯოს საქართველოს"- ასე სკანდირებდნენ თამაშის შემდეგ ნიგერიელი სტუდენტები.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს იმავე მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა. 

კალაძის თქმით, თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სანახავი იყო.

„რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა. 

კახა კალაძე, ილია ელოშვილი,
შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

4 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085